პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმონე ინძაგი გუნდში აუცილებლად დარჩება, ისევე როგორც ბეპე მაროტა და პიერო აუსილიო. ახალ მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ დადასტურდა, რომ ეს სამუელი ხელშეუხებელი იქნება. შემდეგი საკითხი რის მოგვარებასაც ინტერი შეეცდება, გუნდის კაპიტნის, ლაუტარო მარტინესის, ახალი კონტრაქტი იქნება.
ბეპე მაროტა თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ლაუტაროსთან არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა და მხარეები ახალ ხელშეკურლებაზე აუცილებლად შეთანხმდებოდნენ. იგივე პოზიცია ჰქონდა ფეხბურთელსაც, რომელიც სულ იმას აცხადებდა, რომ მისი აგენტი და კლუბი ყველა დეტალს მოაგვარებდნენ, თუმცა რეალურად, სხვა სიტუაციაში აღმოჩნდნენ მხარეები.
ბოლო ინფორმაციით, ინტერს არ შეუძლია არგენტინელი ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილება. 26 წლის ფორვარდის აგენტი, ხელფასის სახით წელიწადში €12 მილიონამდე ითხოვს, რასაც "ნერაძური" ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, ვერ გადაუხდის. მაროტას ბოლო შეთავაზება კი ასე გამოიყურება: €8 მილიონი, დამატებით - ბონუსები, რაც ფეხბურთელის მოთხოვნილ პირობებს, ცალსახად ვერ აკმაყოფილებს.
როგორც ინტერთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, თუ ფეხბურთელი გარკვეული სახის დათმობაზე არ წამოვა, კლუბი იძულები გახდება არგენტინელი ზაფხულში გაყიდოს, რადგან არსებული ხელშეკრულება 2026 წელს იწურება, თუ ინტერს ფეხბურთლის სარფიანად გაყიდვა სურს, მომდევნო ზაფხულს არ უნდა დაელოდოს.









