"გველები" გადიან იტალიის სუპერთასის ფინალში, სადაც ტურინის იუვენტუსსა და მილანს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. მათი დაპირისპირება დღეს გაიმართება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ აღნიშნული ტურნირი რიადში მიმდინარეობს.
ინტერი იტალიის სუპერთასის ფინალშია - ინძაგის გუნდმა გასპერინის ატალანტას მოუგო

დასრულდა იტალიის სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა მილანის ინტერსა და ბერგამოს ატალანტას შორის, რომელშიც იმარჯვა სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ანგარიშით 2:0. "ნერაძურის" მხრიდან ორივე ბურთი გაიტანა დენზელ დუმფრისმა და ცნობისთვის, მის კარიერაში ეს პირველი დუბლი იყო.










