"ჯვაროსნებთან" გამარჯვების შემდეგ, "ნერაძური" აგროვებს 31 ქულას და საჩემპიონო რბოლაში რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედ ჩემპიონს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
Serie A
ინტერის დაგეგმილი 3 ქულა პარმასთან

სერია ა-ს მე-14 ტურში მილანის ინტერმა მიიღო პარმა, რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს ფედერიკო დიმარკომ, ნიკოლო ბარელამ და მარკუს ტურამმა. "ჯალობლუს" კარში ერთადერთი გატანილი ბურთი მატეო დარმიანის ავტოგოლის შედეგად გავიდა.










