სერია ა-ს სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა - 71-71 ქულით პირველ და მეორე ადგილებს მილანის ინტერი და ნაპოლი იყოფენ. რაც შეეხება კალჩოს საუკეთესო გუნდების დარჩენილ შეხვედრებს, უნდა აღინიშნოს, რომ "ნერაძურის" "პარტენოპეისთან" შედარებით ბევრად გადატვირთული კალენდარი აქვს.
ჯუზეპე მეაცას ბინადრებს სერია ა-ში დარჩენილი აქვთ მატჩები რომასთან, ლაციოსთან, ტორინოსთან, ვერონასა და კომოსთან. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ სიმონე ინძაგის გუნდს უწევს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირება ბარსელონასთან და იტალიის თასის 1/2 ფინალი მილანთან.
"აძურის" მდგომარეობა ბევრად მარტივია, რადგან აღნიშნული გუნდი არ თამაშობს ევროთასებსა და კოპა იტალიაზე. სერია ა-ში კი დარჩენილ 5 ტურში მარადონას ბინადრების მეტოქეები იქნებიან ჯენოა, ტორინო, პარმა, კალიარი და ლეჩე. როგორც ვხედავათ, სამხრეთულ კლუბს მართლაც მარტივი კალენდარი აქვს.
ინტერის დარჩენილი მატჩები
| თარიღი | მატჩი | ტურნირი |
| 23/04/2025 | ინტერი - მილანი | კოპა იტალია |
| 26/04/2025 | ინტერი - რომა | სერია ა |
| 30/04/2025 | ბარსელონა - ინტერი | ჩემპიონთა ლიგა |
| 03/05/2025 | ინტერი - ვერონა | სერია ა |
| 06/05/2025 | ინტერი - ბარსელონა | ჩემპიონთა ლიგა |
| 11/05/2025 | ტორინო - ინტერი | სერია ა |
| 18/05/2025 | ინტერი - ლაციო | სერია ა |
| 25/05/2025 | კომო - ინტერი | სერია ა |
ნაპოლის დარჩენილი მატჩები
| თარიღი | მატჩი | ტურნირი |
| 27/04/2025 | ნაპოლი - ტორინო | სერია ა |
| 03/03/2025 | ლეჩე - ნაპოლი | სერია ა |
| 11/05/2025 | ნაპოლი - ჯენოა | სერია ა |
| 18/05/2025 | პარმა - ნაპოლი | სერია ა |
| 25/05/2025 | ნაპოლი - კალიარი | სერია ა |









