"როსობლუს" დამარცხების შემდეგ, "შავ-ლურჯებს" უგროვდებათ 72 ქულა და მეორეადგილოსან ტურინის იუვენტუსთან სხვაობა 15 ქულამდე იზრდება. შეგახსენებთ, "ბიანკონერი" ამ ტურში ნაპოლისთან დამარცხდა. მეაცას ბინადრების შემდეგი მეტოქე იქნება 4-ეულში დამკვიდრებისთვის მებრძოლი ბოლონია. მატჩი 9 მარტს გაიმართება.
Serie A
ინტერის მორიგი გამარჯვება და +15 ქულა მეორეადგილოსან იუვენტუსთან

სერია ა-ს 27-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, მილანის ინტერმა მიიღო ჯენოა, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაუტანეს "გრიფონებს" ორი ბურთი. პირველი გოლი კრისტიან ასლანის ანგარიშზეა, მეორე კი - ალექსის სანჩესის. "ნერაძურის" კარი მეორე ნახევრის დასაწყისში იოჰან ვასკესმა აიღო.










