"ნერაძურის" ყველაზე ტიტულოვან მთავარ მწვრთნელთა სიაში პირველ ადგილს იყოფს ორი სპეციალისტი - ელენიო ერერა და რობერტო მანჩინი, რომელთა ანგარიშზე 7 ტიტულია. იმის გათვალისწინებით, რომ "შავ-ლურჯების" ამჟამინდელი დამრიგებელი არ აპირებს სამუშაო ადგილის გამოცვლას, მომავალში არაა გამორიცხული მისი პირველ პოზიციაზე აღზევება.
Serie A
ინტერის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელთა სიაში ინძაგიმ მოურინიოს გადაასწრო - ვინ არის პირველ ადგილზე?

ინტერმა დაამარცხა თანაქალაქელი მილანი და სკუდეტო დაისაკუთრა. ეს არის სიმონე ინძაგის რიგით მეექვსე ტიტული ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში, რითაც მან ჟოზე მოურინიოს (5) გადაასწრო. იტალიელ ტაქტიკოსთან ერთად, მილანურმა კლუბმა მოიგო 3 იტალიის სუპერთასი, 2 იტალიის თასი და ახლა უკვე სკუდეტო.










