ორივე გოლი გაიტანა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელმაც ჯერ ჰენრიხ მხითარიანის გადაცემა გამოიყენა, შემდეგ კი პენალტი ზუსტად შეასრულა.
როგორც მოგეხსენებათ, "ნერაძურიმ" სერია ა-ს ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ მეორეადგილოსანმა მილანმა სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც დაკარგა.
ტორინოს შემადგენლობაში არ გამოჩენილა საბა საზონოვი, რომელმაც დღევანდელი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.











