"შავ-ლურჯების" მხრიდან დუბლი გაიფორმა ლაუტარო მარტინესმა, თითო გოლი კი სტეფან დე ვრეიმ და დავიდე ფრატეზიმ გაიტანეს. სერია ა-ს ლიდერს ამ დროისთვის 66 ქულა უგროვდება და ტურინის იუვენტუსთან სხვაობა კვლავ 9 ქულას შეადგენს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მეაცას ბინადრებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
Serie A
ინტერმა გადახალისებული შემადგენლობით ლეჩე გაანადგურა

სერია ა-ს 26-ე ტურის ფარგლებში, მილანის ინტერი ესტუმრა ლეჩეს, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. სტუმრები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ და სასტარტოდან მხოლოდ ჰენრიხ მხითარიანის, ფედერიკო დიმარკოსა და ლაუტარო მარტინეს ტრიო იყო. ამის მიუხედავად, "ნერაძურიმ" მეტოქე უმარტივესად დაამარცხა.










