აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" ორჯერ იგებდა შეხვედრას, თუმცა სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს თამაშში დაბრუნება.
მარკუს ტურამის გოლს უპასუხა ელდარ შომუროდოვმა, ჰაკან ჩალჰანოღლუს ზუსტად შესრულებულ თერთმეტმეტრიანს კი - ნიკოლას ვიოლამ.
ამ დროისთვის, სიმონე ინძაგის გუნდი აგროვებს 83 ქულას და თანაქალაქელ მილანთან სხვაობა 14 ქულა რჩება.











