"უნდა გავაგრძელოთ ფეხბურთის თამაში და მომავალს შევხედოთ. მარცხის მიუხედავად, დადებითი მომენტებიც დავინახე. არ უნდა დავაგდოთ ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერის დონის გუნდებს მეტოქეობას ვერ გავუწევთ. ვისი ბრალია დღევანდელი წაგება? არ ღირს ვინმეს დადანაშაულება, მით უმეტეს, ერთი კონკრეტული მოთამაშის.
ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთადაც ვაგებთ. შეხვედრის მეორე ნახევარში მოვდუნდით და ეს ყველას ბრალია. იგივე შეცდომა დავუშვით ვერონასა და სალერნიტანასთან, მაგრამ გადავრჩით, მილანელებმა კი ეს არ გვაპატიეს. ჩემი მენტორი იყო სპალეტი და ის ყოველთვის მეუბნებოდა: წააგე? ესე იგი რაღაც არის გამომასწორებელი.
ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა მინდა აღვნიშნო, სწორ გზაზე ვართ. მოვა დრო და ვაჯობებთ "ნერაძურის" დონის მოწინააღმდეგეებსაც, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. უკვე ვიცი, თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება და რა არის დასახვეწი. რომა მატჩიდან მატჩამდე შეიცვლება", - განაცხადა "ჯალოროსის" დამრიგებელმა.









