როგორც ინტერის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მარკუს ტურამმა ტრავმა მიიღო — როგორც ირკვევა, ფრანგმა ფორვარდმა მარცხენა ფეხზე ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს ბოლონიასთან და მილანთან მატჩებში ვერ დაეხმარება.
ამ მომენტისთვის უცნობია, ზუსტად როდის დაბრუნდება მარკუს ტურამი მოედანზე, თუმცა სიმონე ინძაგი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი რომასთან ან ბარსელონასთან შეხვედრაში მის განკარგულებაში იქნება.
მარკუს ტურამის გარდა ტრავმები აწუხებთ პიოტრ ჟელინსკისა და დენზელ დუმფრისს.
შეგახსნებეთ, ინტერი სერია ა-ს 32 ტურის შემდეგ ლიდერობს. "ნერაძურის" 71 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან ნაპოლის, 3 ქულით ასწრებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მილანური გრანდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბარსელონა იქნება.









