ინტერმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკუს ტურამი დაკარგა. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, 28 წლის ფრანგმა ფორვარდმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით 1 თვემდე გამოტოვებს.
მარკუს ტურამი როგორც სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს, ისე ოქტომბრის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს. კრისტიან კივუ იმედოვნებს, რომ ფრანგი ფორვარდი მიმდინარე თვის ბოლოსთვის ვარჯიშს განაახლებს და მოედანს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, ინტერმა სერია A-ს ახალი სეზონი შედარებით მძიმედ დაიწყო. "ნერაძურის" 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კრისტიან კივუს გუნდს ორიდან ორი გამარჯვება აქვს.









