იტალიის თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს ინტერი და ლაციო დაუპირისპირდნენ, სიმონე ინძაგის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა მატჩის შემდეგ, "ნერაძურიმ" წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაკარგა.
მატეო დარმიანმა მარჯვენა ფეხზე ბარძაყის საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით ერთი თვე დაეხმარება.

მატეო დარმიანის გარდა ტრავმები აწუხებთ იან ზომერს, ნიკოლა ჟალევსკისა და კარლოს აუგუსტოს.
ინტერი მომდევნო ტურში ნაპოლის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, სიმონე ინძაგის გუნდი 26 ტურის შემდეგ, 57 ქულით, სერია ა-ს ლიდერია.