"ბროწეულისფრების" მხრიდან გოლები გაიტანეს დუვან საპატამ და ნიკოლა ვლაშიჩმა, თუმცა ეს თუნდაც ერთი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა. ამ მოგების შემდეგ, "გველები" აგროვებენ 14 ქულას და მე-2 პოზიციამდე ღზევდებიან. ნაპოლისთან ჩამორჩენა ამ დროისთვის 2 ქულას შეადგენს.
Serie A
ინტერმა ტურამის ჰეთ-თრიკით ტორინო დაამარცხა

სერია ა-ს მეშვიდე ტურში მილანის ინტერმა მიიღო ტირინო, რომელიც ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუმრები მეოცე წუთის შემდეგ კაცნაკლულნი დარჩნენ. "ნერაძურიმ" გამოიყენა რიცხვობრივი უპირატესობა და "ხარებს" 2 ბურთი გაუტანა. დუბლი მარკუს ტურამმა გაიფორმა. ფრანგმა ფორვარდმა მოგვიანებით ჰეთ-თრიკიც მიითვალა.










