ოქროს ბურთის დაჯილდოვებამდე 3 დღე რჩება. ამჟამინდელი მონაცემებით, პსჟ-ს შემტევის უსმან დემბელეს ოქროს ბურთის მოგებას წინ არაფერი უდგას.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმაც ამ პრესტიჟული ჯილდოს მოგების ფავორიტად დემბელე დაასახელა.
"ბევრი კარგი ფეხბურთელია, წელს ბევრს ჰქონდა კარგი სეზონი, თუმცა დემბელე აშკარად გამორჩეული იყო და ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს.
ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ თუ დემბელე თავის თავს იპოვნის და სტაბილურად თამაშს გააგრძელებს, მსოფლიოში საუკეთესო იქნებათქო.
მან ეს შეძლო და დაიმსახურა, რომ წელს მსოფლიოში საუკეთესო იყოს", - განაცხადა ანრიმ.









