"ეს ჩვენთვის ახალი გადაწყვეტილება იქნება. ის კვლავ მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეა. ჩვენ უნდა შევხედოთ ფაქტებს, ვიმსჯელოთ სამართლიანად და გავითვალისწინოთ, რა არის კლუბის ღირებულებები. სწორედ ამის შემდეგ, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. შევეცდებით გავიგოთ ფაქტები და არ ავყვეთ ტყუილ აჟიოტაჟს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, მეისონი როგორი ადამიანია, უნდა გავიგოთ, რამდენად კომფორტული იქნება მისი უკან, მანჩესტერში დაბრუნება და ა.შ. როცა ყველაფერს დავაზუსტებთ, გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ."
მეისონ გრინვუდი ხეტაფეში მშრალი იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ატლეტიკო მადრიდი უკვე იჩენს, თუმცა ზაფხულამდე დიდი დროა და როგორც ჩანს, მის თავს ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მომდევნო თვეებში, გრინვუდის მომავალზე ბევრ რამეს გავიგებთ.









