კილიან მბაპეს მამამ, ვილფრიდმაL’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ის შეეხო არაერთ საინტერესო საკითხს, მათ შორის თავისი შვილის კრიტიკას, როცა ის პარის სენ-ჟერმენში თამაშობდა. როგორც გვახსოვს, ფრანგ ფორვარდს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის დასახმარებლად უკან არ ჩამოდიოდა.
"მე არ ვამბობ, რომ კილიანი დაცვაში საერთოდ არ უნდა ჩამოდიოდეს, თუმცა კონკრეტული ფეხბურთელის შეფასებისას ვფიქრობ კონკრეტული კრიტერიუმი უნდა გამოვიყენოთ. ვაკრიტიკებთ მოთამაშეს, რომელსაც სეზონში გააქვს 60 ბურთი, იმის გამო, რომ ის უკან არ ჩავიდა, სიგიჟეა.
შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ, თუმცა ჩემთვის უმნიშვნელოა ის, რაც კვარაცხელიამ გააკეთა დუმფრისის წინააღმდეგ, როდესაც 90-ე წუთზე მას ბურთი წაართვა. ასეთი მოქმედებები ჩემი შვილის პრეროგატივა არ არის. ის სეზონში იტანს 60 ბურთს, ხვიჩა - არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ."









