მადრიდის რეალმა 2025/2026 წლების სეზონი ჩაბი ალონსოსთან ერთად დაიწყო. გულშემატკივრები მისგან ელოდებიან მხოლოდ ერთს - ტიტულების მოგებას. ცხადია, ეს არ იქნება მარტივი, იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელ დამრიგებელს "სამეფო კლუბის" გადატვირთვა უწევს.
ამის გარდა, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ახალი მწვრთნელის საწინააღმდეგოდ თამაშობს კიდევ ერთი ფაქტი - ესპანელი თავკაცების მასობრივი წარუმატებლობა ფლო პერესის კლუბში 21-ე საუკუნეში. თავად განსაჯეთ: ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ, ანუ 2003 წლიდან, ესპანელ დამრიგებელს რეალში ტიტული არ მოუგია.
"ფურია როხას" ლეგენდარული მწვრთნელის წასვლიდან - დღემდე, მადრიდში უმუშავიათ ხოსე ანტონიო კამაჩოს, მარიანო გარსია რემონს, ხუან რამონ ლოპეს კაროს, ხუანდე რამოსს, რაფაელ ბენიტესსა და ხულენ ლოპეტეგის. როგორც აღვნიშნეთ, ტიტულების მოპოვება "სამეფო კლუბისთვის" ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
ვნახოთ, შეძლებს, თუ არა ნავსის გატეხვას "ლა ბარბა როხა". აქვე დავამატებთ, ერთი თასის მოგების შანსი მან ხელიდან გაუშვა, როდესაც საკლუბო მუნდიალზე ბერნაბეუს ბინადრებმა პარის სენ-ჟერმენთან წააგეს.









