სეზონის რიგით მე-8 გრან პრი 26 წლის მრბოლელმა პოულ პოზიციიდან დაიწყო, ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და ფორმულა 1-ში პირველი მონეგასკი გახდა, რომელმაც საშინაო რბოლა მოიგო.
მონაკოს გრან პრიზე მეორე ადგილი მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა, ოსკარ პიასტიმ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ლეკლერის ესპანელი თანაგუნდელი, კარლოს საინსი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩაგდებული კვალიფიკაციის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი, მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა.
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის შემდეგი, რიგით მე-9, გრან პრი კანადაში 9 ივნისს გაიმართება.










