უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე 2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურება.
შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე ჩინეთი, იტალია და იაპონია დაამარცხა, ხოლო ოქროსთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეას 4-1 მოუგო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო გუნდურში ჩემპიონი გახდა.









