ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო იტალიის ნაკრების კრახს ეხმაურება და კრიტიკულ კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა და გადამწყვეტ მატჩში, ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
"იტალია 15 წელია სისულელეებს აკეთებს. ძალიან ცუდად ვთამაშობთ და უკვე ყველა დაგვცინის. მოედანზე ჯამბაზებივით გამოვდივართ.
ამ დროს რას აკეთებენ ჩვენზე ბევრად პატარა ქვეყნები? — მაგალითად, ნორვეგია იტალიაში ჩამოვიდა და ოთხი გოლი გაგვიტანა.
საქართველოს მაგალითი ავიღოთ - ისინი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგები იყვნენ და ხვიჩას კვარაცხელაის სახით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ჰყავთ", - განაცხადა კასანომ.









