2024 წლის შემოდგომის ტესტების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას ესტუმრება — მატჩი 17 ნოემბერს გაიმართება.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბორჯღალოსნებისა" და "ლურჯების" დაპირისპირება გენუაში, ლუიჯი ფერარის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 17 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.
საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთხელ - "ბორჯღალოსნებმა". ბოლოს, ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდნენ, სადაც საქართველომ 28-19 მოიგო.
იტალიის გარდა, 2024 წლის შემოდგომის ტესტებზე "ბორჯღალოსნები" ახალი ზელანდიის მეორე გუნდს და ტონგას 9 და 23 ნოემბერს შეერკინებიან — ორივე მატჩი საქართველოში ჩატარდება.
იტალია V საქართველოს მასპინძელი ქალაქი და სტადიონი ცნობილია









