წერილის ტექსტში კლუბები გამოხატავენ უთანხმოებას ლიგის სათავეში ამჟამინდელ ფიგურასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მის მიერ წარმოდგენილ პროექტებს მხარს აღარ უჭერენ.
მხარეებს შორის დაპირისპირება თებერვლის თვეში დაიწყო, რა დროსაც კაზინიმ ამ ოთხი კლუბის მიერ წამოყენებულ იდეას, მხარი არ დაუჭირა. საუბარი იყო ჩემპიონატის 20-დან 18 გუნდამდე შემცირებაზე.
როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ეს ოთხი კლუბი ბრძოლას კვლავ გააგრძელებს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.









