იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში გამართული შეხვედრა კრემონეზესა და უდინეზეს შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო უდინეზეს ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავი კი ისაა, რომ იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა. ის კრემონეზეს რიგებში მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძეს აქამდე თამაში სულ კრემონეზეს ახალგაზრდულ გუნდში ან თასზე უწევდა ხოლმე, დღეს კი იტალიის რანდგით უმაღლეს ლიგაში 30 წუთი ითამაშა.









