იტალიის სუპერ თასის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება დასრულდა. მაყურებელმა ნაპოლისა და მილანის საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იხილა, სადაც გამარჯვება ანტონიო კონტეს გუნდს დარჩა.
"პარტენოპეიმ" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.
ნაპოლის მეტოქე დღეს გაირკვევა — მაყურებელს წინ ბოლონია-ინტერის მატჩი ელოდება, სადაც მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. სუპერ თასის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ნაპოლი 2-0 მილანი
გოლები: 1-0 დავიდ ნერესი 39', 2-0 რასმუს ჰოილუნი 63'.









