ნაპოლი-ბარსელონა (1:1) - მარადონას სახელობის დერბი, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა
მიმდინარე სეზონზე უკვე მესამედ, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანჩესკო კალცონამ გუნდი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და ცხადია, კარდინალური ცვლილებების განხორციელებას ვერც მოასწრებდა. "პარტენოპეისთვის" კარგად ნაცნობი სქემა, წინ კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ინდივიადუალური ოსტატობა, ასეთი იყო იტალიელი დამრიგებლის გათვლა.
რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა? ძალიან სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ, "აძურიმ" მოგვიანებით გოლიც გაუშვა, თუმცა შემდეგ გუნდი ერთგვარად გამოცოცხლდა. წონასწორობა აღადგინა ნიგერიელმა ფორვარდმა, რომელმაც ისევ და ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო ბარსას კარის აღება.

რაც შეეხება ქართველ გარემარბს, გოლის გატანის მომენტში ის მოედანზე აღარ იმყოფებოდა. "ლურჯების" მწვრთნელმა ის 68-ე წუთზე შეცვალა. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ მან სუსტი მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი მარადონაზე გამართულ გუშინდელ თამაშში ასეთია: 35 შეხება ბურთთან და მხოლოდ ერთი უშუალოდ კატალონიელთა საჯარიმოში.
კალცონას გუნდის გარემარბი მოედნიდან გაბრაზებული გავიდა, თუმცა რაღაც კონფლიქტზე და განხეთქილებაზე საუბარი არ ღირს. ის უბრალოდ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო. ყველაფერი გადაწყდება საპასუხო მატჩში, რომელიც 12 მარტს გაიმართება. იტალიელ დამრიგებელს ნაპოლის თამაშში კორექტირებების შეტანისთვის ამჯერად საკმარისი დრო ექნება.

ინტერი-ატლეტიკო (1:0) - ორი ძველი მეგობრის საჭადრაკო პარტია
ძალიან ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორი განსაკუთრებული კავშირი აქვს დიეგო სიმეონეს ინტერნაციონალესთან. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მილანურ კლუბში დაბრუნება დამრიგებლის რანგში გარდაუვალი არის. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ფაქტია, რომ ახლა, არგენტინელი ტაქტიკოსის "ნერაძურიში" მოსვლის საჭიროება არ არის.
სიმონე ინძაგი ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ეს მადრიდელებთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. "შავ-ლურჯებმა" მოწინააღმდეგე უბრალოდ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი არ შეესაბამება მატჩის მსვლელობას, რადგან მეაცას ბინადრებს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ.

ინძაგის გუნდი სწორ გზაზეა და თუ სხვა გზაზე არ გადაუხვიეს, "როხიბლანკოს" ბარიერი საბოლოოდ გადალახული იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ჩემპიონატში ინტერს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს, სავსებით შესაძლებელია მთელი ძალებისა და რესურსის ევროთასებზე გადმოტანა.

ლაციო-ბაიერნი (1:0) - კრიზისში მყოფი მრისხანე მეტოქე, ეს არის შანსი!
ეს შეხვედრა ბაიერნმა უფრო წააგო, ვიდრე ლაციომ მოიგო. ბრავო მასპინძლებს, თუმცა ამ შემთხვევაში სტუმრების ჩავარდნა უფრო თვალშისაცემია. მიუნხენელებმა დათმეს თავიანთი ბოლო 3 მატჩი, რაც უხსოვარი დროის შემდეგ, პირველად მოხდა. დიახ, მრისხანე მეტოქე კრიზისშია და რომაელებმა ეს უპირატესობა უნდა გამოიყენონ.
"ბიანკოჩელესტესგან" განმეორებით შეხვედრაში ჩაკეტილ, პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. ეს სულაც არ არის სასირცხვილო, რადგან მათი მეტოქე "რეკორდმაისტერია", რომლის ცივსისხლიანობაზე ლეგენდები დადის. ვნახოთ, ეყოფათ თუ არა "არწივებს" საკმარისი გამბედაობა შედეგის ბოლომდე მისაყვანად.