"სეზონის ბოლოს მე კლუბს დავტოვებ. მე ვიაზრებ იმ ფაქტს, რომ ეს ძალიან ბევრისთვის შოკი იქნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების ახსნა შემიძლია. ამ კლუბში საერთოდ ყველაფერი მიყვარს, ეს ქალაქი, გულშემატკივრები, გუნდი, სტაფი... საერთოდ ყველაფერი მიყვარს, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა და ვფიქრობ მიხვდებით, თუ რამ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. არ ვიცი როგორ ვთქვა, ენერგია ამომეწურა. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვიცი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ამ წუთას არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ საქმის კეთება კიდევ და კიდევ აღარ შემიძლია. ამდენი წლის შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, პატივისცემა და სიყვარული თქვენს მიმართ ძალიან გაიზარდა. ყველაზე მცირე, რაც მე მმართებს, ეს არის სიმართლის თქმა... და ეს არის სიმართლე", - იურგენ კლოპი.
გერმანელი სპეციალისტი ლივერპულში 2015 წელს მივიდა, რა დროშიც საკმაოდ ბევრი ტიტულის მოგება მოახერხა — ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერ თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერ თასი.









