149 მატჩი, 80 მოგება, 34 ფრე და 35 მარცხი, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება მაქსი "ბიანკონერის".
იუვენტუსის უფროსობა კი ტიაგო მოტასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, "ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით, €3.5-4 მილიონს სთავაზობს. ბოლონიას მოტას შენარჩუნება სურს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. 41 წლის იტალიელი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.










