LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველის მიმართ იუვენტუსი დაკვირვებას უფრო ზრდის და მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
საქმე იმაშია, რომ იუვენტუსს ცენტრალური მცველის დამატება სურს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ერთ-ერთ ვარიანტად კი გოგლიჩიძე განიხილება.
"ცენტრალური მცველის პოზიციაზე გასაძლიერებლად მუშაობას ვიწყებთ, რადგან ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს", - განაცხადა იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ.
მიმდინარე სეზონში 20 წლის მცველმა სერია ა-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და ემპოლის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა.









