ამის გარდა, "ბებერმა ქალბატონმა" იმარჯვა შვიდ შეხვედრაში და 20 ტური მარცხის გარეშე ჩაამთავრა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 33 ქულა და მე-5 პოზიცია. "ბიანკონერის" შემდეგი მეტოქეები ბერგამოს ატალანტა, მილანი და ნაპოლი იქნებიან.
Serie A
იუვენტუსის მე-12 ფრე სეზონში - მოტას გუნდმა ამჯერად ტორინოს ვერ მოუგო

სერია ა-ს მე-20 ტურში თანაქალაქელმა ტორინომ და იუვენტუსმა ითამაშეს ფრე, 1:1. ქენან ილდიზის ნაადრევ გოლს მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს ნიკოლა ვლაშიჩის ბურთით უპასუხეს, საბოლოოდ კი გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ტურინულმა გრანდმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე მე-12 ფრე ითამაშა.








