ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში, სადაც ერთმანეთს პსვ და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ, ტიაგო მოტას გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, ნაადრევად დაემშვიდობა. ამ ყველაფერს კი გუნდის ლიდერის ტრავმაც დაემატა —
რენატო ვეიგამ მარჯვენა ფეხზე თეძოს მყესი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 3 კვირა ვერ დაეხმარება.
რენატო ვეიგას გარდა ტრავმები აწუხებთ ბრემერს, პიერ კალულუს, ხუან კაბალს, არკადიუშ მილიკსა და დუგლას ლუიზს.
იუვენტუსი სერია ა-ს მომდევნო ტურში კალიარის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ტიაგო მოტას გუნდი 25 ტურის შემდეგ, 46 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება.