შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" მოწინააღმდეგე იქნება სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი ლიდერი, ნაპოლი, რომელიც ორივეს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
Serie A
იუვენტუსმა ტურინულ დერბიში იმარჯვა

სერია ა-ს მე-12 ტურში იუვენტუსმა თანაქალაქელი ტორინო ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან გოლები ტიმოტი ვეამ და ქენან ილდიზმა გაიტანეს. "ხარებთან" მოგების შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" აგროვებს 24 ქულას და უტოლდება მილანის ინტერს, მაგრამ მოქმედ ჩემპიონს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.










