მიმდინარე სეზონის დასკვნითი ნაწილი ტურინის იუვენტუსისა და მასიმილიანო ალეგრის თანამშრომლობაში გარდამტეხი იქნება. მწვრთნელის მომავალი დამოკიდებულია 3 ფაქტორზე: პირველი - მე-2 პოზიციის შენარჩუნება და მილანთან სხვაობის გაზრდა; მეორე - წინა სეზონთან შედარებით შედეგის გაუმჯობესება ქულების თვალსაზრისით; მესამე - იტალიის თასის მოგება.
განვიხილოთ თითოეული პუნქტი უფრო დეტალურად:
1) "ბიანკონერი" 57 ქულით ინარჩუნებს მეორე ადგილს, თუმცა "როსონერი" სულ რაღაც ერთი ქულით არის უკან. "შავ-წითლები" "ბებერ ქალბატონს" ბოლო ტურებში მიუახლოვდა, როდესაც ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 მატჩის მანძილზე კარგავდა ქულებს.
2) ქულები - როგორც აღვნიშნეთ, "შავ-თეთრებს" ამ დროისთვის 57 ქულა აქვთ. რაც შეეხება განვლილ სეზონს, 10 ქულის ჩამოკლება რომ არ ჩავთვალოთ, ალეგრის გუნდმა 72 ქულა მოაგროვა, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს, კიდევ მინიმუმ 15 ქულა არის მოსაპოვებელი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა იუვე ამის გაკეთებას.
3) კოპა იტალიას მოგება. უკვე ორი სეზონია, რაც ტურინელები ამ ჯილდოს მოგებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობას, "ბიანკონერი" 1/2 ფინალშია, სადაც 2 აპრილს რომის ლაციოს მიიღებს. იტალიის თასის მოგების შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსის დატოვებაზე სერიოზულად იფიქრებს.











