"სერია ა-ს გუნდები ხვიჩათი დაინტერესებულები იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის რუსეთში თამაშობდა. სიაში იყო ინტერი, იუვენტუსი, რომა, სამპდორია და რა თქმა უნდა, ნაპოლი. მე, მისმა უფროსმა ძმამ და ჩვენმა აგენტმა გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ის კლუბი, რომელშიც ახლა თამაშობს.
ტურინულ ვარიანტზე დავეჭვდით, რადგან იქ მის პოზიციაზე დი მარია იყო მისული. ჩემი საფეხბურთო კერპი მარადონაა და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი "პარტენოპეიში" გადასვლის საკითხში სწორედ ეს იყო. ამ გუნდის სტილი და ტაქტიკა იმდროინდელ რეალობაში მისთვის იდეალური იყო", - განაცხადა ქართველმა ექსფორვარდმა.











