ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივ ჯერარდმა ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააკრიტიკა.
ჯერარდმა აქცენტი პსჟ-ს მიერ გატანილ პირველ გოლზე გააკეთა, სადაც თვლის, რომ ქართველ კიპერს უკეთესი თამაში მართებდა.
"ვფიქრობ, პირველი გოლის მომენტში მამარდაშვილი ცოტათი უკან უნდა ყოფილიყო. არ არსებობს მიზეზი, რატომ გააკეთა მან ეს და რატომ იყო ასე წინ გამოსული.
მეკარე რომ ოდნავ უკან ყოფილიყო, ის ბურთზე თამაშს აუცილებლად შეძლებდა და უკან მოიგერიებდა", - განაცხადა ჯერარდმა.
აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა 6;9 შეფასება მიიღო. ლივერპული პსჟ-სთან სტუმრად 2:0 დამარცხდა.









