ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა ლონდონის ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. ვეტერანი შემტევის თქმით, უამრავი ტრანსფერის განხორციელების ნაცვლად, "არისტოკრატებს" მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება შეეძლოთ.
"ჩელსის სჭირდება შემდგარი ფეხბურთელები - გამზადებული პროდუქტი. არავის ვაკნინებ, თუმცა მათ დახარჯეს უამრავი ფული სხვადასხვა მოთამაშეებში, როცა პარის სენ-ჟერმენმა კვარა 70 მილიონად გაიფორმა. იგივეს გაკეთება შეეძლოთ ლონდონელებსაც, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოიქცნენ.
ყველამ ვნახეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ხვიჩას. ის იყო ხელმისაწვდომი და იმის ნაცვლად, რომ "არისტოკრატებს" მასში გადაეხადათ ოდნავ მეტი, მათ სხვა მოთამაშეები შეიძინეს. სწორედ ქართველი ვინგერი იქნებოდა ის ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად გაამართლებდა", - განაცხადა ინგლისელმა ექს-ფორვარდმა.









