დღეს დადასტურებული ინფორმაციით კი, კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი, მომდევნო კვირაში იტალიაში ჩაფრინდება, სადაც კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, როგორი იქნება კვარაცხელიას მომავალი. ქართველ ფეხბურთელს შემოთავაზებები აქვს, თუმცა თავის მხრივ, დე ლაურენტისი ახალი კონტრაქტის გაფორმებას და 3-ჯერ მეტი ხელფასის გადახდას აპირებს (4 მილიონი ევრო).
რამდენიმე კვირის წინ, Lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას მომავალი მაისში გაირკვეოდა.
როგორც ჩანს, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაში შედის და საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელის მომავალი მართლაც მაისში გვეცოდინება.










