ახალი კონტრაქტის თანახმად, კვარაცხელიას ნაპოლისთან ხელშეკრულება 2028 წლამდე ექნება და წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ფეხბურთელის აგენტისა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შეთანხმებით, კვარაცხელიას კონტრაქტში ახალი პუნქტი დაემატება და მისი გამოსასყიდი თანხა 130-150 მილიონი ევრო იქნება.
გასაკვირი არაა, რომ კვარაცხელიას შეძენით ევროპის გამორჩეული კლუბები ინტერესდებიან, მათ შორის ბარსელონა, ამიტომ კლუბის გადაწყვეტილებით, ხვიჩა ნაპოლიდან 130 მილიონზე ნაკლებად არ წავა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.









