"როდესაც მილანი ვიყიდეთ, ბევრმა ამერიკული სპორტული გუნდის მფლობელმა დამირეკა და მითხრა - "შენ გიჟი ხარ". ადამიანების უმეტესობა, ვინც ინვესტიციას ახორციელებს სპორტულ გუნდებში, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ემოციურად არის ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ჩემპიონატების მოგებას ყველაფერზე მეტად, ხშირად უშვებენ შეცდომას და ფიქრობენ, რომ ვარსკვლავური მოთამაშეების შეძენა, პირდაპირ კავშირშია გამარჯვებასთან. მაგრამ ეს არის ყველაზე ცუდი ნაბიჯი, რაც შეგიძლია გააკეთო, როგორც ინვესტორმა.
მე არ ვცდილობ მილანის ამერიკანიზაციას. მე ვცდილობ შემოვიტანო რამდენიმე ამერიკული ელემენტი, რომელსაც შეუძლია კონსტრუქციულად აამაღლოს მილანი და მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოს კლუბი.
მე არ ვცდილობ მილანის ამერიკანიზაციას. მე ვცდილობ შემოვიტანო რამდენიმე ამერიკული ელემენტი, რომელსაც შეუძლია კონსტრუქციულად აამაღლოს მილანი და მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოს კლუბი.
დიდ ყურადღებას ვაქცევ სერია ა-ს — მაინტერესებს როგორ შემიძლია დავეხმარო მათ საერთაშორისო მედია გარიგებების მოლაპარაკებაში. აშშ-ში გუნდის მფლობელებსა და ლიგებს შორის განსხვავებული ურთიერთობაა. აქ სულ სხვანაირი სიტუაციაა - სერია ა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, უეფა, ფიფა… ევროპაში ბევრად ჩახლართული სიტუაციაა."

"ჩემპიონატის მოგება აშკარად მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი. ინტერმა შარშან მოიგო სკუდეტო და შემდეგ კლუბი გაკოტრდა... ასეთი მოგება გვინდა ჩვენც?
ფანების სურვილია, მილანმა ყოველწლიურად მოიგოს სკუდეტო — მე მათი კარგად მესმის. ჩემი მიზანია მილანმა ყოველწლიურად იბრძოლოს სკუდეტოსთვის, ყოველწლიურად მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური და ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეს. ეს არის ის, რაც ზრდის ფულადი სახსრების ნაკადს და ბრენდის ღირებულებას."

"სანდრო ტონალი? ჩვენ ის არ გაგვიყიდია, რადგან ეს გვჭირდებოდა — ჩვენ გავყიდეთ, რადგან მივიღეთ შესანიშნავი შეთავაზება.
ჩვენ გამოვიმუშავეთ თითქმის €80 მილიონი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სერია ა-ში. და ამ გაყიდვის წყალობით, ჩვენ ვიყიდეთ ექვსი ახალი მოთამაშე და მთლიანად განვაახლეთ გუნდი. ჩვენ არ ვყიდით აუცილებლობის გამო — ჩვენ ვყიდით ახალი შესაძლებლობების გასაჩენად.

ზლატან ირბაჰიმოვიჩის გუნდში დაბრუნება? ადამიანთა უმეტესობა მის დანიშვნას "საჩვენებლად" მიიჩნევს, ბევრი კი ფიქრობს, რომ ცნობილი ადამიანებით შეპყრობილი მფლობელი ვარ. ზუსტად საპირისპიროა, ის რასაც მე ვაკეთებ. მე ვეძებ მსოფლიო დონის ადამიანებს, თავისი საქმის პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის გაუმჯობესება.
მჯერა, რომ ზლატანთან ერთად გუნდი კიდევ უფრო განვითარდება, სწორედ ამიტომ, მე ის დავიქირავე RedBird-ში, როგორც საოპერაციო პარტნიორი და როგორც უფროსი მრჩეველი მილანთან მიმართებაში."
მჯერა, რომ ზლატანთან ერთად გუნდი კიდევ უფრო განვითარდება, სწორედ ამიტომ, მე ის დავიქირავე RedBird-ში, როგორც საოპერაციო პარტნიორი და როგორც უფროსი მრჩეველი მილანთან მიმართებაში."