შეგახსენებთ, კოდი გაკპოს პარიზში ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მეტიც, ფეხბურთელმა ტრავმის გამო საუთჰემპტონთან, პრემიერ ლიგური დაპირისპირებაც კი გამოტოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, ნიდერლანდელი შემტევი არნე სლოტის განკარგულებაში იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე, 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ლივერპულსა და პსჟ-ს შორის ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. პირველი მატჩის შემდეგ, მერსისაიდელები ამ დაპირისპირებას ერთბურთიანი უპირატესობით ხვდებიან. პარიზში გამართული მატჩი ლივერპულის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.










