სენტ-ეტიენის მარჯვენა მცველმა, მაქსიმ ბერნომ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველ ვინგერს ჰქონდა არაერთი შემოთავაზება, მაგრამ ამის მიუხედავად, მას "მწვანეებში" დარჩენა მოუწია.
"სენტ-ეტიენმა დაიმატა რამდენიმე ფეხბურთელი, ამის გარდა კი დარჩნენ დავითაშვილი და სტასინი, რაც გუნდისთვის დიდებული ამბავია. ბევრი წავიკითხე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ სხვა კლუბში გადასვლა და მე ეს ყველაფერი მესმის, რადგან კარგი შემოთავაზებები ჰქონდათ.
ამის მიუხედავად, ხმაური არ აუტეხიათ, "მწვანეებში" დარჩნენ და მოტივაცია შეინარჩუნეს. სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თითოეულის მომავალი კი გარკვეული. ისინი ჩვენთან არიან"









