"ჯერ არ ვიცი კარიერას როდის დავასრულებ, ორ თუ სამ წელიწადში, მაგრამ ვფიქრობ ალ-ნასრიში გავატარებ ჩემი კარიერის ბოლო წლებს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, ასევე კომფორტულად ვგრძნობ თავს საუდიშიც. ჩემპიონატის დონე ყოველდღიურად იმატებს, შესაბამისად აქ თამაშით კმაყოფილი ვარ.
მწრთნელობა? ძალიან რთულია ვიფიქრო, რომ ერთ დღეს მენეჯერი ვიქნები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომავალში ამ პროფესიას დავეუფლო. რომელიმე გუნდის გაწვრთნაზე არასდროს მიფიქრია.
ვფიქრობ, ამ სფეროში დავრჩები, მაგრამ სხვა საქმიანობით დავკავდები."
კრიშტიანო რონალდუ ალ-ნასრის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. პორტუგალიელმა ლეგენდამ ამ დროში 67 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 61 გოლი და 16 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.









