ედუარდო კამავინგა ტრავმირებულია! ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულთან მატჩში მიიღო, რის გამოც დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს. 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მარცხენა ფეხის კუნთზე მიიღო. კარლო ანჩელოტის გუნდის პრობლემები გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბში ტრავმების ეპიდემიაა.
კამავინგა ტრავმის გამო დაახლოებით 5 მატჩს გამოტოვებს — ფრანგი რეალ მადრიდს ხეტაფესთან, ალტეტიკ ბილბაოსთან, ჟირონასთან, ატალანტასთან და რაიო ვალეკანოსთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
რეალ მადრიდის ნახევარმცველი დიდი ალბათობით მოედანზე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში დაბრუნდება.
La Liga
კარლო ანჩელოტის ახალი თავის ტკივილი — ედუარდო კამავინგა ტრავმირებულია













