"მოურინიო უნდა მიხვდეს, რომ მისი მწვრთნელობა დასრულებულია და ამ პროფესიით აღარ უნდა იმუშაოს. ის იმავეს აკეთებს, რასაც 10 წლის წინ აკეთებდა და ჰგონია, რომ შედეგს დადებს.
რომაში მან უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო და გუნდი რეგრესისკენ მიჰყავდა. დე როსის მისვლის შემდეგ კი რომას რწმენა მიეცა, ძლიერი გუნდი გახდა და დე როსი შესანიშნავ საქმეს აკეთებს", - განაცხადა კასანომ.
ცნობისთვის, რომა სერი ა-ში ბრწყინვალედ გამოდის და თებერვლის შემდეგ არ წაუგია. 31 ტურის შემდეგ, გუნდს 55 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.









