"კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, დავიმსახურეთ მოგება. მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს გამარჯვებაში. გულშემატკივარმა მოგვცა დიდი მუხტი, ჯაბასთვის კი მინდოდა პატივისცემა გამომეხატა. ორივე გამოცდილი ფეხბურთელები ვართ, ორივე ვცდილობთ გუნდს დავეხმაროთ და ვის ეკეთება კაპიტნის სამკლაური ალბათ მნიშვნელობა არ აქვს.
მაკედონიასთან თამაშის ხსენება არ გვინდა, არ ღირს ცუდზე ფიქრი. შემდეგ მატჩამდე არის სამი დღე და იქამდე ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. მეტოქე საბერძნეთი იქნება თუ ყაზახეთი, რაც აქამდე დავაკელით ახლა უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, გაივსება სტადიონი, იქნება კარგი ამინდი და კარგადაც ვითამაშებთ", - განაცხადა ქართველმა მცველმა.











