მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"თამაში კარგად დავიწყეთ, მომენტები გვქონდა, გოლი გავიტანეთ და კიდევ რამდენიმეს გატანა შეგვეძლო, გაშვებული ბურთის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
მოგება გვინდოდა, მაგრამ არაუშავს, კატასტროფა არ მომხდარა. სატურნირო ცხრილში კომფორტულად ვართ და მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
25 ტურის შემდეგ, რეალს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.









