"მანკუნიანელთა" გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სინანულით დავიდ დე ხეას უფასოდ გაშვების ფაქტი და მილანის ინტერის ყოფილი გოლკიპერის €50-მილიონიანი ტრანსფერი. ესპანელი კარის დარაჯი ბრწყინავს ფლორენციის ფიორენტინაში და მის ანგარიშზე უკვე 6 მშრალი მატჩია შესაძლო 19-დან.
"ვიოლა" იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ის ფაქტი, რომ ტოსკანური გუნდი ტრიალებს ლიდერების გარშემო, გარკვეულწილად სწორედ ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი გოლკიპერის დამსახურებაა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ოცნებათა თეატრიდან" წასვლის შემდეგ, ის ერთი სეზონი საერთოდ უკლუბოდ იყო.











