UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, უკმაყოფილება გამოთქვა ორგანიზაციაში ბრძოლების გადანაწილების შესახებ. დაღესტნელი ექს-ჩემპიონისთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩანიშნა პრომოუშენმა მაქს ჰოლოუეისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება.
"ჰოლოუეის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ჩანიშნა UFC-იმ მისი და გეიჯის ბრძოლა. ამ დაპირისპირებას უბრალოდ აზრი არ აქვს. მაქსი თოფურიას შემდეგი მეტოქე უნდა ყოფილიყო სექტემბერში, ჯასტინს კი, წესით, მახაჩევთან უნდა ეჩხუბა მაისში ან ივნისში. ასე უფრო ლოგიკური იქნებოდა.
ისლამისა და გეიჯის შორის გამარჯვებული კი მოგვიანებით, ოლივეირა - ცარუკიანის შორის მოგებულს შეხვდებოდა. ვის უნდა ეჩხუბოს ახლა ილია? საუკეთესო ვარიანტად ევლოევი განვიხილავ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მისცემს მას უაიტი სატიტულო ბრძოლას. ჩემი აზრით, ის ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს", - განაცხადა "არწივმა".











