ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ ლივერპულისა და პარის სენ-ჟერმენის განმეორებითი მატჩი შეაფასა. ვეტერანი ფრანგი შუახაზელი უკმაყოფილო დარჩა პსჟ-ს თამაშით და მან ისიც აღნიშნა, რომ მოქმედი ჩემპიონები წაგებასთან ახლოს იყვნენ.
"პარის სენ-ჟერმენის თამაშით მოხიბლული არ დავრჩენილვარ. მარკინიოსი და საფონოვი რომ არა, მეორე ტაიმში ისინი გოლსაც გაუშვებდნენ. მატვეის საოცარი თამაში ჰქონდა. აღნიშნულმა შეხვედრამ გამახსენა ასტონ ვილასთან დუელი, როცა პსჟ წაგებასთან ახლოს იყო.
მეორე ტაიმში ვიხილეთ ისეთი 25 წუთი, როდესაც ყველა გაქრა. ვგულისხმობ ვიტინიას, სხვა ნახევარმცველებსა და კვარაცხელიასაც. ისინი მოედანზე უბრალოდ არ იყვნენ. დემბელე რომ არა, სხვა შედეგს ვიხილავდით", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა შუახაზელმა.









