ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩები საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ამაში კი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მონაკოს გაუტანა.
კვარაცხელიას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში მოხვდა.









